სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ღორის ხორცი ბრინჯით

მასალა:

500 გრამი უცხიმო ღორის ხორცი (ფილე ან შნიცელი)

1-2 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

1 თავი ხახვი

3 ცალი მიხაკი

½ ჩაის კოვზი დანაყილი კორიანდრი

1 ჩაის კოვზი მარილი

250 გრამი ბრინჯი

6 ნაჭერი ანანასი

¼ ჩაის კოვზი დარიჩინი

¼ ჩაის კოვზი ილი

3 სუფრის კოვზი ანანასის წვენი

1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი

1 სუფრის კოვზი შაქარი

ხორცი დავჭრათ კვერცხის ზომის ნაჭრებად. კარაქი გავაცხელოთ და შევბრაწოთ მასში ხორცი, თან დავაამტოთ კორიანდრი, მიხაკი და წვრილად დაჭრილი ხახვი. განუწყვეტლივ ვურიოთ და ვწვათ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დავამატოთ 1 ჭიქა წყალი და ვშუშოთ დარბილებამდე. მოხარშული ბრინჯი გადავურიოთ 3 ნაჭერ დაჭრილ ანანასში. ხორცი შევურიოთ მომზადებულ სოუსს და მოვათავსოთ გამოსაცხობად საჭირო ფორმაში, ზემოდან დავადოთ ბრინჯი, მოვაყაროთ დარიჩინი და ილი და მოვასხათ 2-3 სუფრის კოვზი წყალი. ანანასის დარჩენილ ნაჭრებს შევურიოთ ანანასის წვენი, 1 სუფრის კოვზი შაქარი და მსუბუქად შევაწითლოთ დაბალ ცეცხლზე. ეს მასა მოვათავსოთ ბრინჯზე. მზა ფორმა შევდგათ ღუმელში და თავდახურული ვაცხოთ 10 წუთის განმავლობაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100