სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქობულეთში, ავარიის შედეგად დაშავებული ორსული ქალი საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა - ვერც ბავშვის გადარჩენა მოხერხდა

ქობულეთის რაიონის სოფელ გვარაში, მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული 28 წლის ორსული ქალი გარდაიცვალა, ასევე გარდაიცვალა ბავშვიც.

"ახალგაზრდა, 28 წლის ორსული ქალის გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის საოპერაციო მაგიდაზე გარდაიცვალა, ასევე ვერ მოხერხდა ბავშვის გადარჩენაც. მას სიცოცხლისათვის შეუთავსებელი უმძიმესი დაზიანებები ჰქონდა. ის 30 კვირის ორსული იყო. საავადმყოფოში შემოყვანისთანავე მძიმე მდგომარეობა ჰქონდა". - აცხადებს კლიკნიკის პრესსამსახური.

გავრცელებული ინფორმაციით, 28 წლის ახალგაზრდა ქალს, 6 წლის შვილი დარჩა.


კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100