საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი „ვისოლთან“ ერთად მოგზაურობენ
საქართველოში კლასიკური მანქანების პირველი რბოლის მონაწილენი „ვისოლთან“ ერთად მოგზაურებენ. რბოლა ცნობილი ბრიტანელი ავტომრბოლელი ქალბატონის, ზოი ვითაკერის ინიციატივით დაიგეგმა და 27 მაისიდან 1 ივნისამდე გაგრძელდება.
პროექტის ინიციატორი და ორგანიზატორი ბრიტანულ-ქართული სავაჭრო პალატაა. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები მოივლიან საქართველოს უძველეს ქალაქებს, სოფლებს და გაეცნობიან ისტორიულ არქიტექტურას. რბოლაში თხუთმეტამდე რარიტეტული საკოლექციო მანქანა მონაწილეობს. 27 მაისს მანქანებმა ბრიტანელი და ქართული ეკიპაჟით სტარტი კახეთისკენ აიღო და პროექტის ბოლომდე მონაწილენი სამცხე-ჯავახეთსაც მოივლიან. სტარტს ამერიკელი NASCAR მრბოლელი ჯენ კობიც შეუერთდა, რომელიც საქართველოში ამერიკის საელჩოს ოფიციალური ვიზიტით არის ჩამოსული.
რბოლის მარშრუტი საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციისა GAF და
Transport Security Consultants (ტრანსპორტის უსაფრთხოების და ტრეინინგების კომპანია) მხარდაჭერით დაიგეგმა. რბოლის მარშრუტის საფუძველზე ქართულმა კომპანიამ GIS (Georgian Integrated Sytems)- აპლიკაცია “DRIVING WITH ZOE” შექმნა სმარტფონებისთვის.
მსოფლიოში ცნობილმა ავტო მრბოლელმა, ზოი ვითაკერმა რამდენიმე წელი იმუშავა „ფორმულა 1“- ში. ზოი მართავდა ისეთ საოცნებო მანქანებს, როგორიცაა - კლასიკად ქცეული 1957 D-type jaguar და 1996 corvette Stingray, ასევე თანამედროვე Porsche GT4 და Lamborgini Aventador.
ზოის თავგადასავალს ABK სტუდია გადაიღებს და გაკეთდება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი, რომლის ჩვენებაც დაგეგმილია როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის გარეთ- ნოემბერში ლონდონის სამეფო საავტომობილო კლუბში, პალ მალზე.
ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია გალა ვახშამი, რომელსაც დაესწრებიან მოწვეული სტუმრები, საერთაშორისო მედიის წარმომადგენლები, საქართველოს მთავრობის წევრები და ავტომობილების მოყვარულები სხვადასხვა ქვეყნიდან. ვახშამი საქველმოქმედოა და თემის საზოგადოებას ეხმარება - http://www.temi-community.org Premium Events- უზრუნველყობს საზეიმო გალა ვახშამის ორგანიზებას.
სტუმრები პროექტის პარტნიორ სასტუნროში- ROOMS HOTEL გაჩერდნენ. პროექტის გენერალური სპონორები არიან - ვისოლი, Benefits Georgia, BADAGONI, Step in Georgia, Adjara Group. საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისა და მოწვეული სტუმრების საქართველოში ჩამოყვანას პროექტის ოფიციალური პარტნიორი, ,,GEORGIAN AIRWAYS’’ უზრუნველყოფს. პროექტს მხარს უჭერს საქართველოს მერია, საქართველოს საელჩო ბრიტანეთში და ბრიტანეთის საელჩო საქართველოში.
კომენტარი