სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას დღეს „დინამო არენაზე“ გამართავს

საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები წლის ბოლო შეხვედრას დღეს „დინამო არენაზე“ გამართავს.

ქართველი ფეხბურთელები უეფას ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების მეექვსე შეხვედრაში ესტონეთის ნაკრებს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრებს მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს.

მატჩისთვის 27 ფეხბურთელი ემზადება. გუნდს დაუბრუნდნენ თორნიკე ოქრიაშვილი და გიორგი ქვილითაია. ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კი კვლავ კარანტინში არიან. სვანაძე 2019 წლიდან საქართველოს 19 წლამდე ნაკრებს ხელმძღვანელობდა. გუნდი ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდში გავიდა, თუმცა ეს ტურნირი პანდემიის გამო გაუქმდა. საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებ გუნდებს შორის ერთა ლიგის ბოლო ტურის შეხვედრა „დინამო არენაზე“ 21:00 საათზე დაიწყება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100