მთავრობამ საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტების დროზე ადრე დახურვის გადაწყვეტილება მიიღო
საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებზე სეზონი დროზე ადრე იხურება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე განაცხადა.
მისი ინფორმაციით, აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილმა უწყებათაშორისმა კომისიამ მიიღო.
„დროზე ადრე იხურება საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტები და ეს გადაწყვეტილება იქნა მიღებული“- განაცხადა ჩიქოვანმა.
კომენტარი