სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მანანა მანჯგალაძე: რუსეთს მხარი ნაურუმაც კი არ დაუჭირა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის შეფასებით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მიერ მიღებული რეზოლუცია "დევნილებისთვის სამომავლოდ საკუთარ სახლებში დაბრუნდების სამართლებრივ გარანტიას ქმნის".

როგორც პრეზიდენტის პრეს-სპიკერმა მანანა მანჯგალაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, "გასული კვირა საქართველოსთვის დიპლომატიური კუთხით მნიშვნელოვანი იყო".

ამმხრივ მან სწორედ გაერო-ს გენასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას გაუსვა ხაზი.

"გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაადასტურა. მნიშვნელოვანია, რომ იმ ქვეყნების რიცხვი, რომლებიც საქართველოს მხარს უჭერენ, წლიდან წლამდე იზრდება. გასულ წელს საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას 50 მხარდამჭერი და 17 მოწინააღმდეგე ჰყავდა, წელს კი მხარდამჭერების რაოდენობა 57-მდე გაიზარდა, მოწინააღმდეგებისა კი 13-მდე შემცირდა", - განაცხადა მანჯგალაძემ და ხაზგასმით აღნიშნა, რომ "რუსეთს მხარი ნაურუმაც კი არ დაუჭირა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100