სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"შიშველი მადონა სიგარეტით" 24 ათას დოლარად გაიყიდა

ლონდონში Bonhams –ის აუქციონზე შიშველი მადონას შავ-თეთრი ფოტო 24 ათას ამერიკულ დოლარად გაიყიდა. სურათი 1990 წელს ცნობილმა ფოტოხელოვანმა სტივენ მეიზელმა გადაიღო.

ხელოვნების ნიმუში 10 ათას ამერიკულ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა ყოველივემ მოლოდინს გადააჭარბა და იგი 23 750 ამერიკულ დოლარად გაიყიდა. მადონას შიშველი ფოტოს მფლობელის ვინაობა უცნობია.

დღეისათვის კი 53 წლის მომღერალი აღნიშნავს: „მე ვიცი, რომ არასდროს ვყოფილვარ არც შეუდარებელი მომღერალი და არც უნიკალური მოცეკვავე, მაგრამ მაინც არ ვაქცევ იმ ადამიანების შეხედულებებს ყურადღებას, რომლებიც ჩემი კარიერის მიმართ ნეგატიურად არიან განწყობილნი“.

Bonhams-ის ექსპერტი, იუდიჰ იურიჩი ამბობს: „ეს უბრალოდ შავ-თეთრი სურათი არ არის, იგი ბრწყინავს თავისი უნიკალურობით. ამავდროულად, მადონა ნებისმიერი ფოტოგრაფისთვის ნამდვილი ოცნება იყო. მისი იდუმალი გამოხედვა და ცხოვრების ჯანსაღი რითმი არ ერწყმის სიგარეტს, მაგრამ სწორედ ეს არის ამ ფოტოს უნიკალური დეტალი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100