სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ბოლო 20 წელიწადში ასეთი ხასიათის ინტენსიური ნალექების მოსვლის მხოლოდ 5 შემთხვევაა აღრიცხული

23 აგვისტოს თბილისის ტერიტორიაზე მოსული ნალექების შესახებ გარემოს ეროვნული სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, თბილისის ცალკეულ უბნებში აღინიშნა ხანმოკლე ინტენსიური წვიმა. კერძოდ:

- ვაშლიჯვრის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 19 მმ, ხოლო 1 საათში 7.2 მმ ნალექი მოვიდა;

- ვარკეთილის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 28 მმ, ხოლო 1 საათში 15 მმ ნალექი მოვიდა;

- გლდანულას ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 21 მმ, ხოლო 1 საათში 12 მმ ნალექი მოვიდა;

- მდ. ვერეს აუზში - სვანიძის ქ. ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით,დღე-ღამის განმავლობაში 10 მმ, ხოლო 1 საათში 8 მმ ნალექი მოვიდა;

- მდ. ვერეს აუზში - ბაგებში ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით, დღე-ღამის განმავლობაში 16 მმ, ხოლო1 საათში 13.2 მმ ნალექი მოვიდა;

- სოხუმის უნივერსიტეტის ავტომატური მეტეოროლოგიური სადგურის მონაცემებით -დღე-ღამის განმავლობაში 15 მმ, ხოლო 1 საათში 12.8 მმ ნალექი მოვიდა .

ანალიზი უჩვენებს, რომ 23 აგვისტოს დღე-ღამის განმავლობაში მოსული ნალექების რაოდენობა არცერთ სადამკვირვებლო პუნქტზე არ აღემატება 28 მმ-ს, რაც მრავალწლიური დაკვირვების მონაცემებით არ განეკუთვნება იშვიათ მოვლენათა კატეგორიას. ბოლო 20 წლის განმავლობაში 28 მმ-ზე და მეტი რაოდენობის ნალექების მოსვლის 39 შემთხვევაა აღრიცხული.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ 23 აგვისტოს მოსული ნალექები ყველა პუნქტზე ატარებდა ინტენსიურ ხასიათს (ნალექები მოვიდა დროის მცირე მონაკვეთში). ბოლო 20 წელიწადში ასეთი ხასიათის ინტენსიური ნალექების მოსვლის, მხოლოდ 5 შემთხვევაა აღრიცხული (2000/06/08, 2000/14/10, 2012/07/05, 2012/19/10, 2015/21/06)“, - წერია განცხადებაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100