სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ინფექციურ კლინიკაში ერთი კრიტიკული პაციენტია, მისი მდგომარეობის სტაბილიზირება ვერ ხერხდება" - მარინა ეზუგბაია

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია კოვიდინფიცირებული პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრობს.

მისი თქმით, ამჟამად საქართველოში კოვიდ 19-ით დაავადებულთა მიმღებ ცენტრებში 323 ინფიცირებული პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ კლინიკაში 6 მოზარდია და მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 1 პაციენტის მდგომარეობა კი კრიტიკულია.

„44 პაციენტი გვყავს არ დაგვმატებია ჩვენ. აქედან, 1 კრიტიკული პაციცენტია. გუშინ პირველი დღე იყო, როდესაც დაავადების პროგრესირება არ შეინიშნებოდა. თუმცა, მაინც კრიტიკული პაციენტია და შედეგებზე რამდენიმე დღეში ვისაუბრებთ, მასთან სტაბილიზება ვერ ხერხდება. ერთი მძიმე პნევმონიით პაციენტია, რომლის მდგომარეობა უმჯობესდება" - აცხადებს მარინა ეზუგბაია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100