სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კიბოთი დაავადებულის უკანასკნელი სურვილი ჩანინგ ტატუმის კოცნა იყო, გაინტერესებთ რა გააკეთა მსახიობმა?

თინეიჯერი გოგონას ალისა ფინლის უკანასკნელ სურვილთა სიაში, ნომერ პირველ ოცნებად ჰოლივუდის ვარსკვლავის ჩანინგ ტატუმის კოცნა იყო.

ჩანინგ ტატუმმა გოგონას უკანასკნელი სურვილი ვირტუალურად აასრულა და მისთვის ორი ვიდეო ჩაწერა. პირველ ვიდეოში ჩანინგი მარტოა, მეორე ვიდეოში კი ორსულ ცოლთან ერთად.

აღნიშნული ვიდეოს ნახვის შემდეგ გოგონამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ფრაზა: თითქმის გაკეთებულია. რგორც ჩანს ალისა, ისევე როგორც მისი ინტერნეტ მხარდამჭერები (ალისას მხარდამჭერებმა სოციალურ ქსელში გვერდები გააკეთეს და გოგონას ვირტუალურად ამხნევებენ.) იმედოვნებდნენ, რომ ტატუმი მის სანახავად მივიდოდა, თუმცა მსახიობი მხოლოდ ვიდეოთი შემოიფარგლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100