სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რა წერია ექიმის დასკვნაში თამარ ბაჩალიაშვილის ფსიქიკურ მდგომარეობაზე

მოპოვებულია დოკუმენტაცია, სადაც აღწერილია თამარ ბაჩალიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დასკვნა ექიმ ხათუნა ჩაფიძის მიერ, 2012 წელს არის შედგენილი. ექიმი დეტალურად აღწერს, რა მდგომარეობაში იმყოფებოდა თამარ ბაჩალიაშვილი მასთან მისვლის დროს.

როგორც ექიმი განმარტავს, ის საკმაოდ მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, ხშირ შემთხვევაში იყო უკონტაქტო, გამოირჩეოდა აგრესიულობით. მედიკოსი ამბობს იმასაც, რომ სავარაუდოდ, ეს ფონი ოჯახური მდგომარეობით იყო განპირობებული. უფრო ზუსტად, გარდაცვლილის მამა, ჯუმბერ ბაჩალიაშვილი გამოირჩეოდა აგრესიულობით, ხშირად ეტანებოდა ალკოჰოლს და ამის გამო კონფლიქტი ჰქონდა მეუღლესთან. ექიმის თქმით, ამ ყველაფრის გამო თამარ ბაჩალიაშვილის მაშინდელი ფსიქიკური მდგომარეობა საკმაოდ მძიმე იყო.

„ფსიქიკური პრობლემები შეექმნა დაახლოებით ბოლო ორი თვეა. მშობლებს დიდი ხანია აქვთ კონფლიქტური ურთიერთობა, ხშირია ოჯახში ჩხუბი, ყვირილი. მამა გამოირჩევა ფეთქებადობით, აღგზნებადობით, ეტანება ალკოჰოლს. ყოველივე ზემოთ აღნიშნულს პაციენტი ძალიან განიცდიდა, თუმცა ამაზე ხმამაღლა არ საუბრობდა. დაახლოებით ორი თვის წინ, ოჯახში მორიგი კონფლიქტის შემდეგ, დედამ გამოიძახა უბნის ინსპექტორი. აღნიშნული პაციენტმა ძალიან განიცადა. იყო გაჩუმებული, ხან გაღიზიანებული. ხშირად მოულოდნელად კრთებოდა, უკანკალებდა ხელები, ყვიროდა - მომბეზრდა ყველაფერი. 5.01.2012-ში, დედის გადმოცემით, ჟვანიას სახელობის კლინიკაში მიიყვანეს კოლაფტოიდურ მდგომარეობაში. მეორე დღეს გაეწერა სახლში, სადაც კვლავ იყო დათრგუნული. ბოლო ერთი დღეა არ უჭამია საჭმელი, ამის შემდეგ მოიყვანეს ჩვენს კლინიკაში“ - ნათქვამია ექიმის 2012 წლის დასკვნაში.

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.

თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მცხოვრები თამარ ბაჩალიაშვილი ვიდეოკამერებმა ბოლოს სოფელ ხაიშთან დააფიქსირეს. გოგო ნაცრისფერი ჰუნდაის მარკის მანქანით გადაადგილდებოდა.

წყარო: იმედინიუს.ჯი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100