სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ეს იყო შემთხვევითი ამბავი. იარაღი გაუვარდა...ამბობდა, თავი ვერ მოვიკალიო, ბოლოს გამოვიდა, რომ მოიკლა" - ნანული სარაჯიშვილი გია ფერაძის ტრაგედიაზე საუბრობს

მსახიობი ნანული სარაჯიშვილი გადაცემაში "ფარულ კონვერტი“ გია ფერაძის მეუღლის გარდაცვალების ტრაგიკულ დღეს იხსენებს.

"იმ დღეს თეატრში რომ მივედი, „მეფე ლირის“ რეპეტიცია იყო. გია მასხარას როლს თამაშობდა. ამ ამბის შემდეგ ჯანრი ლოლაშვილმა ითამაშა. რომ მივედი, ხალხი რეპეტიციაზე არ იყო. ვიკითხე, რა ხდებოდა. მითხრეს, "საშინელება მოხდა, გიას ცოლი მოუკლავთო. ქურდები შესულანო“. მახსოვს, მურმან ჯინორიასთან ერთად წავედი. ჩვენთვის, ყველასთვის მოულოდნელი იყო. რასაკვირველია, ეს იყო შემთხვევითი ამბავი. იარაღი გაუვარდა. ეს სათამაშო კალამი იყო, ფერად-ფერადი. ერთხელ ჩემთან წყნეთში, მაღალ ბალახებში დაუვარდა, არ მინდოდა რომ წაეღო და გამიხარდა. გია რომ გადიოდა, მეგობარმა მიაძახა, გია, აი ვიპოვეო.

ეს ერთმა ცნობილმა ფეხბურთელმა აჩუქა. ვინაობის თქმა არც მას სურდა. ამის შემდეგ მას აღარაფერი უნდოდა. ჩაიკეტა, როგორც „ბომჟი“ ისე დადიოდა. სხვათაშორის, არ ველოდით ამას, მისი ხასიათისა და ქცევებიდან გამომდინარე. ამბობდა, თავი ვერ მოვიკალიო, ბოლოს გამოვიდა, რომ მოიკლა.

ციხიდან გამოსვლის შემდეგ მალევე გარდაიცვალა, მისი დაცვა ბევრჯერ დამჭირდა“, - ამბობს ნანული სარაჯიშვილი.

ტრაგედია 1985 წლის 19 მარტს მოხდა. წინა დღით, 18 მარტს წყვილი გუდაურიდან თბილისში დაბრუნდა.

არსებული ინფორმაციით, გია ფერაძე შინ დაახლოებით ღამის სამ საათზე მივიდა. გიას ამის გამო მეუღლე, ცნობილი მხატვრისა და მოქანდაკის შვილი, ირინა მიქატაძე განაწყენებია.

შემდეგ გიას მინიატურული კალმის ფორმის იარაღიდან, რომელსაც, თურმე სიგარეტთან ერთად იდებდა ჯიბეში, ახლო მანძილიდან გასროლილმა ხუთ მილიმეტრიანმა ტყვიამ 26 წლის ირინა მიქატაძის გულის აორტაში გაიარა და მოკლა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100