სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ალა პუგაჩოვას ‘შინაურულმა“ ფოტოებმა რუსული ინტერნეტსივრცე შოკში ჩააგდო

ორი დღეა, რუსულ ინტერნეტსივრცეში ელვის სისწრაფით ვრცელდება ალა პუგაჩოვას ფოტოები, რომლებიც „შინაურ გარემოში“, ყოველგვარი მაკიაჟის გარეშეა გადაღებული და, როგორც ამტკიცებენ, თვითონ რუსული ესტრადის პრიმადონამ გადაიღო და გამოაქვეყნა.

ასეთ შემთხვევებში (როცა უმაკიაჟო ვარსკვლავების ფოტოები ვრცელდება), როგორც წესი, იმ განსხვავებას უსვამენ ხოლმე ხაზს, რაც საგულდაგულოდ გამოწყობილ, ასაკოვან, მაკიაჟიან ვარსკვლავებს შინ მყოფი ჩვეულებრივი, მობერებულკანიანი ქალებისგან განასხვავებს, მაგრამ ალა პუგაჩოვას შემთხვევაში პირიქითაა - ფოტოებზე ის საკმაოდ გაახალგაზრდავებული ჩანს, რასაც ახსნაც მოუძებნეს:

ალა ბორისოვნა ამ დროისთვის ისრაელში იმყოფება და გამაჯანსაღებელ სპა-პროცედურებს იღებს მას შემდეგ, რაც მიხეილ პროხოროვის მხარდაჭერა არჩევნებზე ნერვების ფასად დაუჯდა. როგორც ინტერნეტმომხმარებლები იუწყებიან, პარალელურად, ალა საკუთარი „აიფონით“ ინტერნეტსაც „ამუღამებს“ და საკუთარ თავს ფოტოებს უღებს, მერე კი აქვეყნებს. მოკლედ რომ ვთქვათ, ალა ვარჯიშობს და ამ ვარჯიშის დროს, როგორღაც გამოაქვეყნა ფოტოები, რომლებიც მალევე წაშალა, მაგრამ მომხმარებელთა ნაწილმა, რომელმაც ერთ-ერთ სოციალურ ქსელსი ალა პუგაჩოვას გასაიდუმლოებული პროფილი აღმოაჩინა, ფოტოების ასლების აღება და შენახვა მოასწრო, მერე კი გაამრავლა.

ალა პუგაჩოვასთან ერთად არ იმყოფება მისი მეუღლე, მაქსიმ გალკინი, რაც მისი გრაფიკითაა გამოწვეული: რუსეთის სხვადასხვა ქალაქში მაქსიმის ტურნე სულ რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100