უკომენტარო ვიდეო (AP) : რომის პაპის მესის დროს უცნობმა, სავარაუდოდ, ბიბლია დაწვა
ინციდენტი 23 ოქტომბერს, კვირას, ვატიკანში სწორედ მაშინ მოხდა, როცა რომის პაპის მესა მიმდინარეობდა. უცნობი მოაჯირს გადაახტა, ხოლო მწვანე წიგნი, რომელიც ხელში ეჭირა, ცეცხლს მისცა. "ასოშიეტედ პრესის" მიერ გადაღებული ვიდეოს კომენტირებისას თეოლოგებმა განაცხადეს, რომ შესაძლოა, ეს წიგნი სულაც არ იყო ბიბლია, როგორც ეს თავიდანვე გავრცელდა. შესაძლოა, ის მუამორ კადაფის "მწვანე წიგნი", ან სულაც ყურანი ყოფილიყო.
მას შემდეგ, რაც მამაკაცმა წიგნი ცეცხლს მისცა, ხელები გაშალა და ინგლისურად დაიძახა: "პაპო, სად არის იესო?" შემდეგ კი აალებული წიგნი ბრბოში მოისროლა. მამაკაცი დააკავეს, რომის პაპმა კი რამდენიმე წუთით შეწყვეტილი მესა გააგრძელა. გუშინდელი მესა სამი ახალი წმინდანის კანონიზაციას ეძღვნებოდა.
კომენტარი