ჯანდაცვის სამინისტრო უნივერსალური ჯანდაცვის სისტემაზე გადადის
ჯანდაცვის სამინისტრო უნივერსალური ჯანდაცვის სისტემაზე თებერვლიდან გადადის. დავით სერგეენკოს განცხადებით, ფაქტობრივად დასრულებულია საავადმყოფოების აღწერა მთელი ქვეყნის მასშტაბით.
სერგეენკოს თქმით, მოსახლეობას რეგიონებში არსებული ყველა სახის სამედიცინო დაწესებულებების ნახვა ელექტრონულ რუკაზე, სამინისტროს ოფიციალურ საიტზე შეეძლება.
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ინფორმაციით, ბენეფიციართა საბოლოო სიის დასადგენად, საჭიროა იმ 400 ათასი ადამიანის სტატუსის დადგენა, რომლებიც, სავარაუდოდ, კერძო სადაზღვევო პაკეტით სარგებლობენ.
როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, აღდგება ექიმების რესერტიფიკაციის სისტემა და სამედიცინო პერსონალის ცოდნა პერიოდულად გადამოწმდება.
კომენტარი