ზაზა ურუშაძის „მანდარინებს“ ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ
ზაზა ურუშაძის „მანდარინებს“ ევროპარლამენტსა და გაეროში აჩვენებენ. ევროპარლამენტში ფილმის ჩვენება 29 ივნისს არის დაგეგმილი, 2 თვის შემდეგ კი „მანდარინებს“ გაეროშიც ნახავენ.
ზაზა ურუშაძე (ფილმის რეჟისორი): „ფილმის შესახებ მრავალი შეფასება გაკეთებულა. ერთ-ერთის მიხედვით „მანდარინებმა“ მშვიდობის მიმართულებით პოლიტიკოსებზე მეტის გაკეთება შეძლო. ჩემთვის, როგორც რეჟისორისთვის მნიშვნელოვანია ის ჰუმანური მესიჯი, რომელიც ფილმში დევს. ფილმის საერთაშორისო წარმატების გარდა, ალბათ სწრედ ეს ჰუმანური გზავნილია ის, რითიც „მანდარინებმა“ ევროპარლამენტისა და გაეროს ყურადღება მიიპყრო.“
ესპანეთის შემდეგ, „მანდარინები“ საბერძნეთის კინოგაქირავების ლიდერია. ფილმის ჩაშვებიდან პირველივე უიქენდზე მან გაყიდვის მხრივ ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენა. „მანდარინები“ სულ მალე საფრანგეთის, თურქეთის, ლათინო ამერიკის, დიდი ბრიტანეთის, იტალიის და ავსტრალიის კინოთეატრებშიც გამოვა.
კომენტარი