სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გათიშულია, საერთოდ არ არის კონტაქტური" - ვახტანგ რჩეულიშვილს მეოთხე სტადიის სიმსივნე აქვს და მძიმე მდგომარეობაშია

ვახტანგ რჩეულიშვილი რამდენიმე დღეასაავადმყოფოში უგონო მდგომარეობაშიიმყოფება. ჟურნალ "სარკეს" ჟურნალისტი მაიარჩეულიშვილის დას, რუსუდან კირვალიშვილსესაუბრა გთავაზობთ ამონარიდს ინტერვიუდან:

- ქალბატონო რუსუდან, როგორია ამჟამადბატონი ვახტანგის მდგომარეობა?
- საერთოდ არ არის კონტაქტური, გათიშულია. ყველაფერი უცებ და მოულოდნელად მოხდა. 19 მარტს, კვირა დღეს, მე, ჩემი შვილი ნინო, ჩემი პატარა შვილიშვილი, მარიტა და ვახტანგი ერთად ვიყავით გუკას ახალდაბადებული ბავშვის სანახავად. ვერ გეტყვით, რომ თავს გადასარევად გრძნობდა, მაგრამ მეორე დღისთვის ემზადებოდა - ეკა ხოფერიას შოუ უნდა ჩაეწერათ. მაიას სანახავად მიდიოდა ციხეში... ციხიდან რომ გამოვიდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, კარგად აზროვნებდა. მივიდა ხოფერიასთან, ჩაწერეს ინტერვიუ და როგორც კი გამოვიდა იქიდან, მეტყველება ჰქონდა დარღვეული. უცებ აზროვნებაც დაკარგა, მეხსიერებაც. ახლა კი კონტაქტურიც აღარ არის.

- გონების გათიშვა რამ გამოიწვია? სიმსივნის მეტასტაზებმა ტვინამდე მიაღწია?
- ტვინში არ არის მეტასტაზები. პირველადად რისი სიმსივნეა, არ ვიცი, მაგრამ ლიმფურ ჯირკვლებშია გასული და გვეუბნებიან, რომ ნაწლავსა და ჯორჯალაშიც აქვს. ასეთი ინტოქსიკაცია ალბათ იმიტომ განვითარდა, რომ უკვე მეოთხე სტადიაა. ექიმები ყველანაირად ცდილობენ, დეზინტოქსიკაცია მოხდეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს. კერძო კლინიკაში წევს, პალიატიურ განყოფილებაში.

- მეოთხე სტადიამდე სიმსივნე ისე მივიდა, სიმპტომები არ ეტყობოდა, არაფერი აწუხებდა?
- წელი სტკიოდა ძალიან. 2 მარტი იყო, ეს დიაგნოზი რომ დაუდგინდა. კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთა და აჩვენა. შემდეგ გაუკეთდა ბიოფსია, რომელმაც დაადასტურა დიაგნოზი, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული საერთოდ არ იყო. უბრალოდ, თავს სუსტად გრძნობ
და. ბოლო პერიოდში დაღლილობა დაეწყო და ამას წელის ტკივილს უკავშირებდა. წელის ექიმთან.

-ქალბატონორუსუდან, როგორია ამჟამად ბატონი ვახტანგის მდგომარეობა?- საერთოდ არ არის კონტაქტური, გათიშულია. ყველაფერი უცებ და მოულოდნელად მოხდა. 19 მარტს, კვირა დღეს, მე, ჩემი შვილი ნინო, ჩემი პატარა შვილიშვილი, მარიტა და ვახტანგი ერთად ვიყავით გუკას ახალდაბადებული ბავშვის სანახავად. ვერ გეტყვით, რომ თავს გადასარევად გრძნობდა, მაგრამ მეორე დღისთვის ემზადებოდა - ეკა ხოფერიას შოუ უნდა ჩაეწერათ. მაიას სანახავად მიდიოდა ციხეში... ციხიდან რომ გამოვიდა, აბსოლუტურად ადეკვატური იყო, კარგად აზროვნებდა. მივიდა ხოფერიასთან, ჩაწერეს ინტერვიუ და როგორც კი გამოვიდა იქიდან, მეტყველება ჰქონდა დარღვეული. უცებ აზროვნებაც დაკარგა, მეხსიერებაც. ახლა კი კონტაქტურიც აღარ არის.


- გონების გათიშვა რამ გამოიწვია? სიმსივნის მეტასტაზებმა ტვინამდე მიაღწია?
- ტვინში არ არის მეტასტაზები. პირველადად რისი სიმსივნეა, არ ვიცი, მაგრამ ლიმფურ ჯირკვლებშია გასული და გვეუბნებიან, რომ ნაწლავსა და ჯორჯალაშიც აქვს. ასეთი ინტოქსიკაცია ალბათ იმიტომ განვითარდა, რომ უკვე მეოთხე სტადიაა. ექიმები ყველანაირად ცდილობენ, დეზინტოქსიკაცია მოხდეს და მდგომარეობიდან გამოვიდეს. კერძო კლინიკაში წევს, პალიატიურ განყოფილებაში.

- მეოთხე სტადიამდე სიმსივნე ისე მივიდა, სიმპტომები არ ეტყობოდა, არაფერი აწუხებდა?
- წელი სტკიოდა ძალიან. 2 მარტი იყო, ეს დიაგნოზი რომ დაუდგინდა. კომპიუტერული ტომოგრაფია გაიკეთა და აჩვენა. შემდეგ გაუკეთდა ბიოფსია, რომელმაც დაადასტურა დიაგნოზი, მაგრამ მისი მდგომარეობა კრიტიკული საერთოდ არ იყო. უბრალოდ, თავს სუსტად გრძნობდა. ბოლო პერიოდში დაღლილობა დაეწყო და ამას წელის ტკივილს უკავშირებდა. წელის ექიმთან დადიოდა. მერე გადასხმების გაკეთება დაუწყეს ონკოლოგიურ განყოფილებაში. გადასხმებზე მარტო დადიოდა, თავისი ფეხით მიდიოდა და მოდიოდა. იცოდა თავისი დაავადების შესახებ, მაგრამ სტადიას და სიმძიმის ხარისხს ვუმალავდით, ყოველთვის აქვთ ადამიანებს შანსი, რომ ქრონიკულად წარიმართოს ასეთი დაავადების პროცესი და სიცოცხლე შეუნარჩუნდეთ.

- ექიმები რას ამბობენ?
- არაფერს გვეუბნებიან და ყველაფერს აკეთებენ. მჯერა, რომ კარგად იქნება. იმედი მაქვს, თავის საქმეს მიიყვანს ბოლომდე და კიდევ შეძლებს, თავის ცოლ-შვილს შეხვდეს...

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100