სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

102 წელი ტიტანიკის ჩაძირვიდან და ფაქტები, რომლებიც დღემდე აუხსნელია

1912 წლის 14 აპრილს, 23 საათსა 40 წუთზე, სამგზავრო ლაინერი „ტიტანიკი“ აისბერგს შეეჯახა და 2 საათსა 40 წუთში ჩაიძირა. 2223 მგზავრიდან 1517 დაიღუპა.

ტიტანიკის აგებამდე ერთ-ერთმა მწერალმა კაცმა დაწერა რომანი გემ "ტიტანის" აისბერგთან დაჯახებასა და ჩაძირვაზე. ნაწარმოები მას დაუწუნეს და არ დაბეჭდეს. უცნაურია, მაგრამ ეს რომანი თითქმის ზუსტად აღწერს ტიტანიკის ტრაგედიას. ამ მწერალმა ტიტანიკის ტრაგედიის ამბავის გაგების შემდეგ წერაზე ხელი აიღო.

ტიტანიკის ჩაძირვიდან რამდენიმე წლის შემდეგ გაიგზავნა სიგნალი ტიტანიკის მოსალოდნელ დაღუპვაზე. რადისტი, ტომელმაც მიიღო სიგნალი ფსიქიატრიულ კლინიკაში გაგზავნეს სამკურნაოდ. რამდენიმე წლის შემდეგ ისევ მოვიდა სიგნალი ტიტანიკის ჩაძირვის ადგილიდან. ასე გრძელდებოდა წლების განმავლობაში. ბოლოს ამ ფაქტზე სერიოზულად დაფიქრდნენ. თარიღებს დააკვირდნენ და აღმოჩინეს, რომ სიგნალი მეორდებოდა ყოველ 6 წელიწადში ერთხელ. გაგზავნეს გემები ჩაძირულ ტიტანიკთან და მოსალოდნელ დროს მართლაც მოვიდა სიგნალი იმ ადგილიდან სადაც საგამოძიებო გემები იდგა. რათქმაუნდა უკვე ჩაძირული ტიტანიკის თავზე არანაირი გემი არ იძირებოდა. ხალხი საგონებელში ჩავარდა. ეს იყო ნამდვილი სასწაული. ადგილიდან, სადაც სულიერი არ იმყოფებოდა იგზავნებოდა სიგნალი, რომელიც შველას ითხოვდა ტიტანიკის გადასარჩენად. ეს ფაქტი დღემდე აუხსნელია. სიგნალის მიწოდება უკვე რამდენიმე წელია შეწყდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100