სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გახდომის შემდეგ ალა პუგაჩოვამ ფილმის პრემიერაზე ფურორი მოახდინა

რუსეთის ესტრადის პრიმადონნა ისევ ფორმაშია და უკვე მერამდენედ, ახალ იმიჯს ირგებს. ფილმის „სიყვარული აქცენტებით“ პრემიერაზე ალა ბორისოვნამ ნამდვილი ფურორი მოახდინა - მან თითქოს ერთბაშად ჩამოიბერტყა წლები და გაახალგაზრდავდა: ღია ფერის კულულებით, ფართო კაბითა და მოკლე კურტაკით ის მიწვეულ სტუმრებს შორის მართლაც გამოირჩეოდა. როგორც რუსული გლამურული პრესა იტყობინება, ალა პუგაჩოვას იმიჯის შეცვლა, რასაც აქტიურად მოჰკიდა ხელი ცნობილმა დიზაინერმა ალიშერამ, საბოლოოდ ჯერაც არ არის დამთავრებული. განახლებული იმიჯით ალა პუგაჩოვა მოსკოველების წინაშე სპორტკომპლექს „ოლიმპიურში“ დეკემბრის ბოლოს წარსდგება წარმოდგენაში „საშობაო შეხვედრები“, სადაც ის 4 ახალ სიმღერასაც შეასრულებს. რუსული პრესის მიხედვით, ალა პუგაჩოვა არათუ დიდ სცენაზე აპირებს დაბრუნებას, არამედ კიდევ ბევრ სიურპრიზს ჰპირდება მისი ტალანტის თაყვანისმცემელებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100