სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველმა ძიუდოისტებმა რუსეთში რუსები ფინალში დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა რუსეთის ქალაქ ჩელიაბინსკში დასრულებულ ევროპის გუნდურ პირველობაზე ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. პიტერ ზაიზენბახერის გუნდმა ჩელიაბინსკში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატის ფინალში მასპინძელთა - რუსეთის ნაკრები 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი თურქეთის 5:0 განადგურებით გახსნა, ხოლო ნახევარფინალში საფრანგეთს 3:2 აჯობა. მესამე გუნდური ადგილი პოლონელებმა დაიკავეს, რეპეშაჟის ფინალში ბრიტანელების ძლევით.

აღსანიშნავია, რომ ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის გუნდური ჩემპიონების ტიტეული მესამედ (2007, 2009, 2012) მოიპოვეს. საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები თბილისში 30 აპრილს მოსკოვი-თბილისის რეისით 15:45 წუთზე ჩამოფრინდება.

სამინისტროს პრესსამსახური

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100