შენგელიას ორმაგ დუბლამდე ერთი მოხსნა დააკლდა
თორნიკე შენგელიას ბელგიის შიდა ჩემპიონატში ერთი მოხსნა დააკლდა ორმაგ დუბლამდე. საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ფორვარდმა სრულად მოიშუშა მძიმე ტრავმა და „ოსტენდესთან" გასვლით შეხვედრაში 30 წუთი ითამაშა და მოაგროვა 19 ქულა, 9 მოხსნა, 3 ჩაჭრა, 1 პასი და 1 დაფარება.
შენგელიას „შარლერუამ" ქართველის კარგი თამაშის წყალობით დასკვმითი 10-წუთეული 35:13 მოუგო მასპინძელს, მაგრამ გუნდი მანამდე იმდენად ცუდად თამაშობდა, რომ მაინც დათმო ეს შეხვედრა ანგარიშით 81:85.
„შარლერუას" 27 თამაშში 19 მოგება აქვს და პირველ ადგილს ინარჩუნებს. ლიდერს თითო მოგებით ჩამორჩებიან „ოსტენდე" და „ანტვერპენი".
კომენტარი