სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გურჯაანში 15 წლის ბიჭი დაჭრეს

გურჯაანში, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, 15 წლის ბიჭს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაშავებული მოზარდი, სასწრაფო დახმარების ბრიგადამ „ჯეო ჰოსპიტალსის“ კლინიკაში მოათავსა.

არასრულწლოვანს დაზიანება მუცლის არეში აქვს მიყენებული და ქირურგიური ოპერაცია უკვე ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება და დანაშაულში მონაწილე პირის დასაკავებლად ინტენსიური სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100