როდის უნდა მოკვდეს ადამიანი? - როდესაც სიკვდილი სჯობს სიცოცხლეს
ალექსანდრე მაკედონელის კითხვები და ინდოელი ბრძენის პასუხები
1. ქვეყანაზე ვინ უფრო მეტია, მკვდარი თუ ცოცხალი? - ცოცხალი, რადგან მკვდარი უკვე აღარ არის.
2. რა უფრო მეტ საკვებს იძლევა, მიწა თუ ზღვა? - ზღვა, რადგან მიწა თავად არის მხოლოდ კუნძული მსოფლიო ზღვაში.
3. რომელი ცხოველია ყველაზე ეშმაკი? - ის, რომელიც ადამიანს ჯერ არ დაუჭერია.
4. რატომ ურჩევდით მეფე ფეროსს (ინდოეთის მეფე), ებრძოლა ჩემს წინააღმდეგ? - იმიტომ, რომ ის სახელოვნად მეფობდა, ცხოვრობდა და სიკვდილიც სახელოვანი უნდა ჰქონოდა.
5. რა უფრო მეტი იყო, დღე თუ ღამე? დღე იყო ადრე, ერთი დღით. ("ძნელი პასუხია", უთხრა ალექსანდრემ. "ძნელ კითხვაზე", უპასუხეს ბერებმა).
6. როგორ დავიმსახურო სიყვარული? - იყავი ყველაზე ძლიერი, მაგრამ არა საშინელი.
7. როგორ გავხდე ღმერთი? - გააკეთე ის, რაც არ ძალუძს ადამიანს.
8. რა უფრო ძნელი და ძლიერია, სიცოცხლე თუ სიკვდილი? - სიცოცხლე, მასში მეტი ტანჯვაა.
9. როდის უნდა მოკვდეს ადამიანი? - როდესაც სიკვდილი ჯობია, ვიდრე სიცოცხლე.
... მეათე კითხვა ისტორიკოსებს ვერ დაუმახსოვრებიათ.
კომენტარი