"არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა" - რას წერს მიხეილ სააკაშვილი
ექსპრეზოდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ მას არასოდეს უთქვამს, რომ რაიმე ეჭვი ჰქონდა მის მოწავლასთან დაკავშირებით. ექსპრეზიდენტის თქმით, არ არის საჭირო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის "ზედმეტი პოლიტიზება". "მინდა განვაცხადო, რომ არასდროს არცერთი ჩემი ადვოკატისთვის არ მითქვამს, რომ ეჭვი მაქვს მოწამვლაზე. სპეკულაციები ამ თემაზე უადგილოა.დიდი მადლობა მინდა ვუთხრა სამედიცინო საზოგადოებას მხარდაჭერისთვის. ძალიან ვაფასებ მათ პროფესიულ თანადგომას. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა მართლაც უარესდება და განსაკუთრებით დამძიმდა ამ ბოლო ორ თვეში. "ვივამედის" ექიმები მცდელობას არ აკლებენ. მნიშვნელოვანია, მივენდოთ სპეციალისტებს და ამ საკითხის ზედმეტი პოლიტიზება არ არის საჭირო. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას." - წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, სააკაშვილის ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ექსპრეზიდენტი მოწამლულია. როგორც ადვოკატი განმარტა, მესამე პრეზიდენტის მოწამვლის შესახებ უცხოელების დასკვნის საფუძველზე საუბრობს. მისი თქმით, მოწამვლის შესახებ ეჭვი დიდი ხნის წინ თავად მიხეილ სააკაშვილსაც ჰქონდა. „უცხოელების ექსპერტიზის დასკვნაა. კვლევის ნაწილში არის მონაცემები თუ რა ელემენტები და ნაწილაკები ნახეს და რომელი მომწამლავი ნივთიერებისთვისაა დამახასიათებელი ეს ნაწილაკები. გამოკვლევის მთელი სერიაა. ხოლო თუ რა მომწამლავ ნივთიერებებზეა საუბარი ამის შესახებ მოგვიანებით ვიტყვით. გიდასტურებთ ფაქტს, რომ მოწამლულია“, - განაცხადა გელბახიანმა.
კომენტარი