24 თებერვლის ჰოროსკოპი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
ვერძი - მართალია, დღეს თქვენში ენერგიული განწყობა და შრომისუნარიანობა ძალზე მაღალია, მაგრამ შესაძლოა ამგვარმა გადამეტებულმა აქტიურობამ პროფესიულ ასპარეზზე საკმაოდ არასახარბიელო შედეგებიც მოგიტანოთ. საკუთარი უპირატესობის ბრმა რწმენა და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულება, სავარაუდოდ, მუშაობის პროცესში წარმოქმნილი პრობლემის რეალური არსის დანახვაში შეგიშლით ხელს. ეს კი საბოლოო ჯამში, საკმაოდ სერიოზული შეცდომის დაშვების მიზეზიც შეიძლება გახდეს. შეეცადეთ, ემოციები დაიოკოთ და საქმიანობაში მეტი სიფრთხილე და წინდახედულება გამოიჩინოთ.
კურო - დღევანდელი დღე, იმ შემთხვევაში, თუ მაქსიმალურ ნებისყოფასა და მიზანსწრაფულობას გამოიჩენთ, შესაძლოა, თქვენთვის მოულოდნელი და ძალზე პოზიტიური შედეგებით დასრულდეს. წარმატება ძირითადად საქმიანი და პროფესიული კუთხით გელოდებათ, გამორიცხული არაა, სარფიანი გარიგება დადოთ ან შემოსავლის ახალი, სოლიდური წყარო გაიჩინოთ. საღამოს თქვენი ამაღლებული განწყობა და ლიბერალური მიდგომა პირად ურთიერთობებზეც პოზიტიურად აისახება და საყვარელ ადამიანთანაც მოახერხებთ ურთიერთობის გარკვევას.
ტყუპები - თქვენს წინაშე წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებთ, თუ ემოციებს ნაკლებად აჰყვებით და საღად განსჯის უნარს არ დაკარგავთ. გადამეტებული ამბიციურობის გამოჩენის გამო, შესაძლოა, გარშემომყოფებმა ეგოიზმში დაგდონ ბრალი. ამიტომ შეძლებისდაგვარად მოერიდეთ ისეთ სიტუაციას, სადაც თქვენი მხრიდან კომპრომისზე წასვლის აუცილებლობა ან სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება იქნება საჭირო. დღეს თქვენ საამისოდ ნამდვილად არ ხართ მზად.
კირჩხიბი - აჯობებს თქვენს გულში დაგროვილი ემოციებისა და გრძნობების შესახებ, რომელთაც აქამდე გარშემომყოფთაგან გულმოდგინედ მალავდით, ვინმეს, თუნდაც საუკეთესო მეგობარს გაენდოთ. თქვენს ცხოვრებაში დადგა დრო, როცა გულით უნდა იმოქმედოთ და არა გონებით. აჯობებს იმპულსებს დაემორჩილოთ, რადგან ამ პერიოდში ბედი აშკარად განებივრებთ და თქვენი მხრიდან ნებისმიერი სარისკო ქმედება გამართლებული იქნება. ეს განსაკუთრებით პირად ცხოვრებას ეხება. დროა, საყვარელ ადამიანს გულწრფელად ესაუბროთ თქვენი გრძნობების შესახებ.
ლომი - დღე საკმაოდ მშვიდად და პოზიტიურად ჩაივლის. შეგიძლიათ სამომავლო გეგმების დასახვას მიჰყოთ ხელი ან უკვე არსებული, საქმიანი კონტაქტების გაფართოება-გამრავალფეროვნებით დაკავდეთ. თუკი ახლო მომავალში სამსახურებრივ მივლინებას გეგმავდით, დღევანდელი დღე გამგზავრებისთვის სწორედ რომ საუკეთესოა, რადგან სავსებით შესაძლებელია, უცხოელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებისას სწორედ დღეს მიაღწიოთ თქვენთვის სასურველ და მომგებიან შეთანხმებას.
ქალწული - წინ საკმაოდ რთული დღე გელოდებათ, განსაკუთრებით საქმიანი კუთხით. მაქსიმალურად შეიკავეთ თავი კანონისა და ოფიციალური სტრუქტურის წარმომადგენლებთნ კონფლიქტში ჩაბმისაგან. ამასთან, დღევანდელ დღეს დიდი ალბათობა არსებობს იმისა, რომ რაიმე სახის ფინანსური მაქინაციის მსხვერპლიც გახდეთ. ნურც საქმიან მივლინებებს დაგეგმავთ. მომავალში შეუსრულებელმა ვალდებულებებმა, შესაძლოა, თქვენი პიროვნების მიმართ საზოგადოების გაუცხოება გამოიწვიოს.
სასწორი - მართალია, დღეს თქვენი შემოქმედებითი პოტენციალისა და ფიზიკური შესაძლებლობების სრულად რეალიზების საშუალება ნაკლებად მოგეცემათ, მაგრამ ნაწილობრივ მაინც მოახერხებთ საკუთარი მიზნების განხორციელებას და ამ ფაქტითაც ერთობ კმაყოფილი დარჩებით. მაქსიმალური სიფრთხილით მოეკიდეთ საქმიან დოკუმენტაციასთან და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხს, რადგან დღეს ამ კუთხით საბედისწერო შეცდომის დაშვების ალბათობა ძალზე დიდია.
ღრიანკალი - დღეს თქვენში მომატებულმა მგრძნობელობამ და შინაგანმა დაძაბულობამ, რომელიც ბოლოდროინდელი გადაღლისა და ხანგრძლივი სტრესული მდგომარეობის შედეგია, გამორიცხული არაა, თქვენი მხრიდან გარშემომყოფებთან მიმართებაში, როგორც საქმიანი, ისე პირადი ურთიერთობების კუთხით, სერიოზული კონფლიქტის პროვოცირებაც კი გამოიწვიოს. უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად კარგი იქნება, დღე ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმოთ ან ძველი, გადადებული საქმეების მოგვარებით დაკავდეთ.
მშვილდოსანი - დღევანდელი დღე ინტელექტუალურ განვითარებას დაუთმეთ, ეს საქმიანობა დიდ სიამოვნებას მოგანიჭებთ და სამომავლოდ, ახალი პერსპექტივების დასახვაშიც დაგეხმარებათ. პოზიტიური და დადებითი მუხტი, სავარაუდოდ, სარისკო ქმედებებისკენაც გიბიძგებთ, რაც საბოლოო ჯამში, მოულოდნელ და თქვენთვის ძალზე სასიამოვნო სიახლეებს გამოიწვევს. შესაძლოა, ისეთი მიზნების მიღწევის შანსი გაგიჩნდეთ, რის შესახებაც აქამდე ოცნებაც კი არარეალურად გეჩვენებოდათ. აქედან გამომდინარე, შეგიძლიათ ხელი თამამად მოჰკიდოთ ნებისმიერ ახალ საქმეს.
თხის რქა - წინ საკმაოდ პოზიტიური დღე გელოდებათ. ერთადერთი პრობლემა, რამაც შესაძლოა დასახული მიზნების განხორციელებაში ხელი შეგიშალოთ, თქვენივე გადამეტებული ემოციურობა იქნება. ამიტომ აჯობებს, სიმშვიდე შეინარჩუნოთ და ახალი საქმიანი მოლაპარეკებების წარმოებას, რომლებიც უდაოდ დიდ წარმატებას და ფინანსურ შემოსავალს გპირდებათ, ცივი გონებით შეუდგეთ. დღეს კარგი დღეა ახლობლებთან ან ოჯახის რომელიმე წევრთან, აქამდე დაძაბული ურთიერთობების მოსაგვარებლად და გამაჯანსაღებელი პროცედურების ჩასატარებლად.
მერწყული - საკმაოდ პოზიტიური დღეა. შესაძლოა, ახალმა საქმიანმა შემოთავაზებამ ან ორიგინალურმა იდეამ, წარმატებული სამომავლო პროექტის დაწყებისკენ გიბიძგოთ. თუმცა მსხვილი კაპიტალდაბანდებებისაგან და უძრავი ქონების შეძენისაგან, თავი მაქსიმალურად უნდა შეიკავოთ. უმჯობესია, დღევანდელი დღე სამომავლო სტრატეგიის შემუშავებას დაუთმოთ და წვრილმანები დახვეწოთ. ნუ უგულვებელყოფთ იმ რჩევებს, რომლებსაც დღეს უახლოესი მეგობრები ან ოჯახის წევრები მოგაწვდიან, მათი გათვალისწინებით, სამომავლოდ სერიოზულ საფრთხეს აიცილებთ თავიდან.
თევზები - დიდია ალბათობაა იმისა, რომ დღევანდელი დღე გარკვეული ვნებათაღელვისა და დაძაბულობის გარეშე არ ჩაივლის თქვენთვის. მაგრამ უმჯობესია, საკუთარი პოზიციების დასაცავად (მით უმეტეს, თუ ეს საქმიან სფეროს ეხება) მაქსიმალური პრინციპულობა გამოიჩინოთ და მოვლენების მსვლელობას თვალი მხოლოდ კულისებიდან არ ადევნოთ. დღეს ის დღეა, როცა გარშემომყოფები თქვენს შემართებას ჯეროვნად დააფასებენ.
კომენტარი