სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს ბიზნესდაჯილდოება გამარჯვებულებს გამოავლენს

თიბისის ბიზნესდაჯილდოება 2019-ის ფინალური ღონისძიება დღეს ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ ცენტრში გაიმართება. წლის ყველაზე მნიშვნელოვანი დაჯილდოება ბიზნესებისთვის 5 ნომინაციაში გამარჯვებულებს გამოავლებს. ასევე, წელს პირველად საპატიო ჯილდო ქართული ბიზნესის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გამორჩეულ ბიზნესს გადაეცემა.

გამარჯვებისთვის შემდეგი ბიზნესები იბრძვიან:

· საუკეთესო სტარტაპის შექმნისთვის

ფაბერი, პროფი, თრიფქარს

· საუკეთესო ინოვაციებისთვის

ველი, ოპტიო ეიაი და სისიელეი

· გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისათვის

ფლასთიქვოჩერ.ჯი, დადარი, ნატა ბუაჩიძის სტუდია

· თანამშრომლებზე განსაკუთრებული ზრუნვისათვის

მიკროგრინი, ვანდერლენდი, ვიაიპი სეკრეტარი

· საუკეთესო პროდუქტის ან მომსახურებისთვის შექმნისთვის

სამოსელი პირველი, ალაზნის თავი, სოფლიდან.ჯი

წელს პრიზები უცვლელი რჩება. გამარჯვებულები ბიზნესებზე მორგებულ და მათთვის საჭირო ციფრულ სერვისებს აირჩევენ. თიბისი მათ მხარდაჭერას შემდეგი მიმართულებებით სთავაზობს: ციფრული სტრატეგია და ახალი ვებ-გვერდი, ბრენდის სტრატეგია და საიმიჯო კამპანია და პროგრამული უზრუნველყოფა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100