სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართული ფილმი "მოუსმინე სიჩუმეს" ლაიფციგის კინოფესტივალის პრიზიორია

მარიამ ჭაჭიას დოკუმენტური ფილმი "მოუსმინე სიჩუმეს" საერთაშორისო კინოფესტივლის DOK LEIPZIG ერთ-ერთი გამარჯვებულია.ფილმმა ჯილდო სექციაში Next Masters მიიღო.
ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა მარინა რაზბეშკინამ ფილმი ასე შეაფასა - "ეს არის ფილმი რწმენის შესახებ, თუ როგორ შეუძლია ადამიანს თავად შეცვალოს მისი შინაგანი სამყარო, მაშინაც კი, თუ ცხოვრება მის მიმართ დაუნდობელია."
"მოუსმინე სიჩუმეს" ეროვნული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული პროექტია. იგი სიჩუმის სამყაროზე მოგვითხრობს, რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ხმაურიან ადგილას მდებარეობს.თავშესაფარი თბილისის ყრუ ბავშვთა საჯარო სკოლაა, რომლის მოსწავლეებიც მთელ წელიწადს ცეკვის სწავლაში ატარებენ. ისინი სხეულზე ბიტების შეგრძნებით იმახსოვრებენ მუსიკის რიტმს.ცეკვა მათთვის ჩვენს სამყაროში შემოსვლის და ჩვენთან დაახლოების საშუალებაა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100