სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

26 წლის ბავშვი

გინახავთ თუ არა ოდესმე 26 წლის ბავშვი? თუ არა, მაშინ შეგიძლიათ ამ პატარა, სევდიან ისტორიას გაეცნოთ. ჯერლი ლინგდოჰი მსოფლიოს ყველაზე „უფროსი ბავშვია“. იგი ჩრდილოეთ ინდოეთიდანაა და ფერმერის შვილი გახლავთ.

მისი სიმაღლე 84 სანტიმეტრია, მისი თავის ზომა კი ორი წლის ბავშვის თავის ზომას შეესაბამება. ერთადერთი რაც მის წლოვანებაზე მიუთითებს, ეს კბილები გახლავთ. როცა იგი პირის აპარატს აღებს, ადამიანს საშუელბა ეძლევა დაინახოს ზრდასრული ადამიანისთვის დამახასიათებელი 32 კბილი.

ჯერლის წონა 10 კილოგრამია. მისი ქმედბები, მიმიკები და ქცევები მიუთითებს იმაზე, რომ ეს 26 წლის ადამიანი ორი წლის ბავშვის სხეულშია გამოკეტილი. როგორც მეცნიერები და სწავლულები ირწმუნებიან, ჯერლის ამ სხეულში ცხოვრება სიცოცხლის ბოლომდე მოუწევს.

მსოფლიოს მასშტაბით არცერთმა ექიმმა არ იცის, თუ როგორ შეიძლება ჯერლის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დაჩქარება. მეცნიერების თქმით, ლინგდოჰი მეტად უცნაურ ფიზიკურ მდგომარეობაში იმყოფება და ამ მდგომარეობას, pan-hypo pituitarism ეწოდება. ეს არის იმ დაავადების შებრუნებული ვარიანტი, რომლის დროსაც ადამიანები სწრაფად ბერდებიან და ამას ისინი გარდაცვალებამდე მიჰყავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100