კაპანაძე: ანტიქართული "ოცნება", ბოლომდე განადგურებით ემუქრება ჩვენი ხალხის ევროპულ მომავალს, რადგან სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, საქართველო ქართველების გარეშე სჭირდება
“2012 წლიდან დღემდე, ანტიქართულმა ოცნებამ და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ენერგეტიკის, ცემენტის, სპირტის, მანგანუმის, ხე-ტყის, გადაზიდვების, ბიტკოინების და ა.შ. კორუფციული სქემებითა და მონოპოლიებით, ქართველ ხალხს მოპარა ათობით მილიარდი”, - ამის შესახებ “ერთიანი ნაცინალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი კაპანაძემ ბრიფინგზე განაცხადა.
კაპანაძის თქმით, "ანტიქართული ოცნება, ბოლომდე განადგურებით ემუქრება ჩვენი ხალხის ევროპულ მომავალს, რადგან სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, საქართველო ქართველების გარეშე სჭირდება"
“600 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველი, საიდანაც 155 ათასი ბავშვია, 837 ათასი პენსიონერი, 30 ათასი ვეტერანი, ასობით ათასი ემიგრანტი, 150 ათასი სტუდენტი, სინამდვილეში, 500 ათასზე მეტი უმუშევარი და ასი ათასობით მშობელი, კონსტიტუციის მე-5-ე მუხლით გარანტირებულ სოციალურ სამართლიანობას ელოდება.
თუმცა, ანტიქართული ოცნება და სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარე, დასცინის და აბუჩად იგდებს დედას, რომელიც შვილისთვის სასკოლო ნივთებს ვერ ყიდულობს, პენსიონერს, რომელსაც არჩევანის გაკეთება უწევს მედიკამენტსა და საკვებს შორის, ვეტერანს, რომელიც ანტიქართულმა ოცნებამ გაწირა, სტუდენტს, რომელსაც გაზრდილი ფასების გამო, ბინის ქირის გადახდა არ შეუძლია, სოციალურად დაუცველს, რომელსაც სიღარიბიდან ამოსვლის შესაძლებლობას არ აძლევს. დასცინის და აბუჩად იგდებს ჩვენს ემიგრანტებს, დევნილებს, ახალგაზრდებს, საზოგადოებას…
ანტიქართული ოცნება, ბოლომდე განადგურებით ემუქრება ჩვენი ხალხის ევროპულ მომავალს, რადგან სიღარიბის პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, საქართველო სჭირდება ქართველების გარეშე. ანტიქართული ოცნება და სიღარიბის პარტია ზრუნავს არა გლეხის, ფერმერის, პედაგოგის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე, არამედ, საკუთარ ჯიბეზე. არა ჩვენს ძვირფას მაღაროელებსა და მეშახტეებზე, არამედ, ერთ კაცზე და მის გამდიდრებაზე.
ამიტომ, იმისათვის რომ გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული მომავალი, რათა დავძლიოთ სიღარიბე, საბანკო ოლიგარქიისაგან გავათავისუფლოთ ჩვენი ხალხი, შევქმნათ კეთილდღეობა ყველასათვის, დავამკვიდროთ კონსტიტუციის მე-5-ე მუხლით განმტკიცებული სოციალური სამართლიანობა, ე.ი. მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები და ღირსეული შემოსავალი,
საჭიროა ერთიანობა და ყველა თაობის არჩევანი, 2024 წლის 26 ოქტომბერს - საქართველოს და ჩვენი ხალხის გასამარჯვებლად”, - განაცხადა ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრმა გიორგი კაპანაძემ.
კომენტარი