სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯონ მაკკეინი პუტინის ხელახლა გაპრეზიდენტებაზე: ეს შოკისმომგვრელი ინფორმაციაა

აშშ-ის სენატორი, ქვეყნის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჯონ მაკკეინი რუსეთის პრეზიდენტად ვლადიმერ პუტინის დაბრუნებას შოკისმომგვრელ ინფორმაციას უწოდებს.

Twitter-ში საკუთარ მიკრობლოგში მაკკეინი წერს, რომ ინფორმაცია პუტინის პრეზიდენტობის კანდიდატად წამოყენების შესახებ "სიურპრიზია".

"სიურპრიზი, სიურპრიზი. შოკისმომგვრელი ამბავი, პუტინი კვლავ იყრის კენჭს პრეზიდენტის პოსტზე", - წერს სენატორი.

შგახსენებთ, რომ ლიბიაში მუამარ კადაფის ხელისუფლებიდან განდევნის შემდეგ ჯონ მაკკეინმა განაცხადა, რომ "ცვლილებების ქარი" არაბული სამყაროდან უბერავს და ვლადიმერ პუტინი ნაკლებად თავდაჯერებული უნდა იყოს.

რუსეთის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ იგი მზად არის რუსეთის პრეზიდენტის თანამდებობაზე იყაროს კენჭი. პუტინმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა მის ახლანდელ პოსტზე მომავალში დიმიტრი მედვედევი დაინიშნოს.


"ჩემთვის უზარმაზარი პატივია რუსეთის პრეზიდენტობაზე ვიყარო კენჭი. მომავალში თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ რუსეთის მთავრობის ფორმირება უნდა მოხდეს - მინდა რუსეთის ყველა მოქალაქეს მოვმართო - მხარი დაუჭირეთ "ედინაია როსიას" დიმიტრი მედვედევით სათავეში", _ განაცხადა პუტინმა და აღნიშნა - "იმ შემთხვევაში თუ "ედინაია როსია" გაიმარჯვებს მთავრობის თავმჯდომარე შესაძლოა დიმიტრი მედვედევი გახდეს".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100