როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში?
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 13-16 ნოემბერს დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დაბლობში +14, +19 გრადუსი იქნება. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში შესაძლოა მცირე ნალექი და ნისლი აღინიშნოს, ტემპერატურა კი +9, +14 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.
თბილისში 13-14 ნოემბერს შესაძლებელია მცირე წვიმა, ხოლო 15-16 ნოემბერს მოსალოდნელია უნალექო ამინდი. ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.
კომენტარი