ყაზახეთში პოლიციამ მომიტინგეებს ცეცხლი გაუხსნა: ოცი ადამიანი დაიღუპა
დადასტურებული ინფორმაციით, მინიმუმ, ოცი ადამიანი დაიღუპა ყაზახეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე პატარა ქალაქ ჟანაოზენში, სადაც პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა ქუჩაში გამოსულ მომიტინგეებს, - ამის შესახებ „ნიუსლანდ.რუ“ Socialistworld.ru.-ზე დაყრდნობით იუწყება.
როგორც ვებ-გვერდი იტყობინება, მიტინგის დარბევის დროს ხალხის მასაში მიზანმიმართულად შეიჭრა პოლიციის „უაზი“, რის შემდეგაც მიტინგი მომენტალურად გადაიზარდა მასობრივ უწესრიგობაში: მომიტინგეებმა გადააბრუნეს და დაწვეს პოლიციის მანქანა, რის შემდეგაც შინაგანი ჯარის სამხედრო მოსამსახურეებმა დემონსტრანტებს ცეცხლი გაუხსნეს. პროფკავშირის ინფორმაციით, ოც ადამიანზე მეტი დაიღუპა.
ქალაქ ჟანაოზენში უკვე ნახევარ წელზე მეტია, ანაზღაურებით უკმაყოფილო მენავთობეთა საპროტესტო აქციები პერიოდულად მიმდინარეობს.
კომენტარი