სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა" - ზოოპარკის დირექტორი

„დღეს დილით გადავთვალეთ და აღმოჩნდა, რომ ერთი ვეფხვი გვაკლდა. გვეგონა, რომ ლაფში იყო ჩაფლული, აღმოჩნდა, რომ ცოცხალი იყო,“ - ეს განცხადება „კურიერთან“ საუბრისას ცოტა ხნის წინ ზოოპარკის დირექტორმა ზურაბ გურიელიძემ გააკეთა.

მან აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი დეტალების დაზუსტება. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე საათის წინ ვეფხვმა მამაკაცი დაგლიჯა, რომელიც გარდაიცვალა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100