ბოლნისში 44 წლის ქალი მოკლეს
ბოლნისში ძარცვის მიზნით სასტიკად სცემეს 44 წლის ქალბატონი, შემდეგ კი ბლაგვი საგანი სახეში ჩაარტყეს. ნარაზ მამედოვა ადგილზევე გარდაიცვალა.
რუსთავი 2-ის ინფორმაციით, თავდამსხმელებმა 12 ათასი ლარი წაიღეს, რომელიც მამედოვას ტანსაცმელში ჰქონდა შენახული.
ნათესავები მკვლელობაში მოკლულის ქმარს ადანაშაულებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით საქმე უკვე გახსნილია და მკვლელის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი.
კომენტარი