სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დარჩიაშვილი ეჭვობს, რომ კრემლი პროვოკაციის მოწყობას და საქართველოსთვის გადაბრალებას გეგმავს

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით დარჩიაშვილი ეჭვობს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე გარკვეული პროვოკაციის მოწყობას, რომელიც შემდგომში საქართველოს გადაბრალდება, თავად კრემლში გეგმავენ.

სწორედ ამ კონტექტში აღიქვამს დეპუტატი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას იმის შესახებ, თითქოს ქართული მხარე ე.წ. სამხრეთ ოსეთთან მიმართებაში "მასშტაბური პროვოკაციისთვის" ემზადება.

"ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რას აპირებენ დევნილები ან მათი გარკვეული ნაწილი, ნამდვილად არ ვფლობ. თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ ამ ადამიანებს იმ დიდი უსამართლობის წინააღმდეგ, რომელიც ბოლო წლებია,მათ წინააღმდეგ ხორციელდება, პროტესტის გამოხატვის სურვილი ჰქონდეთ, რაც მათი ლეგიტიმური უფლებაა. რაც შეეხება პროვოკაციისათვის მზადებას, ძალისმიერ მეთოდებს და ასე შემდეგ, მინდა, რუსეთის ხელისუფლებას შევახსენო, რომ ქართულმა მხარემ ამ საკითხებთან მიმართებაში საკუთარი პოზიცია საკმაოდ მკაფიოდ გამოხატა, მოქმედებენ სამართალდამცავი ორგანოები და ევროკავშირის მისია. პროვოკაცია კი მოსალოდნელია სწორედ იქ, სადაც ეს მისია ვერ მუშაობს, საერთაშორისო შენახმებით გათვალისწინებული პირობების მიუხედავად" - განუცხადა "პირWელს" დარჩიაშვილმა, რომლის აზრით, ლავროვის უწყების ეს განცხადება შესაძლოა, კრემლის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული რიტორიკის და საინფორმაციო ომის გაგრძელება იყოს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით კი, "საქართველოს ხელისუფლება სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის მესამე წლისთავისადმი მიძღვნილ მასშტაბურ პროვოკაციას ამზადებს".

ლავროვის უწყების მონაცემებით, "მშვიდობის მარშის" საფარქვეშ რამდენიმე ათასი დევნილი სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე შეღწევას ეცდება".

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს კატეგორიულად აფრთხილებს, თავი შეიკავოს რეგიონში ახალი ავანტიურის მცდელობისგა".

შეგახსენებთ, რომ ქართული მხრიდან მოსალოდნელი ახალი პროვოკაციის შესახებ ოსური მედიაც აქტიურად საუბრობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100