ალინას ქმარმა გასიებული ცხიმის გროვა უწოდა - გაბრაზებულ გულზე ქალმა 63 კილო დაიკლო
ხშირად ჭარბწონიანებს ძალიან უნდათ ლამაზი სხეულის დაბრუნება, მაგრამ გარკვეულ ბარიერებს აწყდებიან ნებისყოფასთან დაკავშირებით. ასეთ დროს ადამიანს ჭირდება გარკვეული მოტივაცია, რომელიც შეაძლებინებს ყველაფერს. ხანდახან ეს მოტივაცია საკმაოდ მწარეა, თუმცა ბევრს ეხმარება. ეს ისტორიაც სწორედ ასეთ შემთხვევას ეხება.
ალვინა რეინი ორი შვილის დედაა, რომელიც მეუღლის მხრიდან ემოციურ, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას განიცდიდა. დეპრესიასთან გასამკლავებლად კი უზომოდ ბევრს ჭამდა, განსაკუთრებით ტკბილეულს. საბოლოოდ, ალვინა 126 კილოგრამამდე ავიდა. საკუთარი თავის მიმართ პატივისცემაც დაკარგა და ვიზუალზეც აღარ ზრუნავდა.
ერთხელ, მორიგი დამცირებისა და ცემის დროს მეუღლემ მახინჯი, გასიებული ცხიმის გროვა უწოდა. ალვინამ ბავშვები წამოიყვანა და წამოვიდა სახლიდან. ეს იყო 2009 წელი. დაიწყო საკვების შეზღუდვა, ვარჯიში და საკუთარი თავის მოვლა. ყოველ დღე იხსენებდა იმ სიტყვებს, რომელმაც ასე ატკინა გული. მისი დავიწყება არც სურდა, რადგან ეს დიდი მოტივაცია იყო ფორმაში ჩასადგომად. მხოლოდ ერთი სურვილი ჰქონდა - დაენახებინა ყოფილი მეუღლისთვის, რომ სინადვილეში ლამაზი ქალი იყო, რომელსაც ის არ აფასებდა.
უკვე ფორმაში ჩამდგარ ალინას ყოფილი დედამთილი შეხვდა ქუჩაში, რომელმაც შვილს ამბავი მიუტანა და უთხრა, რომ რძლის ცნობა ძალიან გაუჭირდა. ამის შემდეგ მამაკაცმა დაურეკა თავისი შვილების დედას და კიდევ უფრო დაამცირა. მისი აზრით, ალინა მხოლოდ იმიტომ იკლებდა წონაში, რომ მეუღლის დაბრუნებაზე ოცნებობდა. სინამდვილეში, იმ დროს ქალს უკვე სხვა მამაკაცი ჰყავდა გვერდით, რომელიც ახლა მისი კანონიერი მეორე ნახევარია.
ალინა ახლა 63 კილოს იწონის და ძალიან ბედნიერია მეორე ქორწინებაში, ამბობს, რომ გაუმართლა, საშას ის ძალიან უყვარს და აფასებს.
კომენტარი