სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩაქუჩით „შეიარაღებული“ ხანდაზმული მამაკაცი პარლამენტში მონიტორებს ამსხვრევს

მოქმედების ადგილი – იგივე, მოქმედი პირი – იგივე, დაზარალებული – კომპიუტერის მონიტორი: საქართველოს პარლამენტის მოქალაქეთა მისაღებში ერთხელ უკვე მომხდარი ინციდენტი ისევ განმეორდა: დაახლოებით 76 წლის მამაკაცმა, რომელიც მისაღებში შევიდა, მოულოდნელად ჩაქუჩი ამოიღო და ერთ–ერთი თანამშრომლის კომპიუტერის მონიტორი ჩაამსხვრია.

ინციდენტმა დაბნეულობა გამოიწვია სხვა მოქალაქეებში, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ, თუმცა, ამ დროისთვის სიტუაცია დარეგულირდა. ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ამტკიცებდა, რომ მის წერილს ყურადღებას არ აქცევენ, პარლამენტის დაცვის წევრებმა საპატრულო პოლიციას გადასცეს.

მსგავსი შემთხვევა იგივე პირის – ელბერდ მარტაშვილის მონაწილეობით იგივე ადგილას ერთხელ უკვე მოხდა: 4 ივლისს მამაკაცმა პირველად იხმარა ჩაქუჩი არადანიშნულებისამებრ და იგი კომპიუტერის მონიტორის წინააღმდეგ გამოიყენა. მაშინ გაღიზიანების მიზეზიც განმარტა: მისი ინფორმაციით, 5 წლის წინ, „ტვ-ლოტოში“ 57 ათასს 500 ლარი მოიგო, თუმცა თანხა არ მისცეს, რის გამოც, იგი სხვადასხვა უწყებებს დახმარების მიზნით მიმართავს.

პირველ შემთხვევაში სასამართლომ მისი ასაკი გაითვალისწინა და 76 წლის მამაკაცი ხულიგნობისთვის არ გაასამართლა. როგორ მოექცევა მართლმსაჯულება მოხუცს მეორე შემთხვევაში, ცოტა ხანში გაირკვევა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100