სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლევან დავითაშვილი დევნილ მოსახლეობას შეხვდა

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" დედაქალაქის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ისნის მე-10 საარჩევნო ოლქიდან, ლევან დავითაშვილი ვაზისუბანში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა.

ლევან დავითაშვილმა შეხვედრისას ქალაქის განვითარების გეგმის შესახებ ისაუბრა და დევნილი მოსახლეობის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, დევნილების პრობლემა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოსთვის“ პრიორიტეტულია.

„მოგეხსენებათ, ჩვენი პროგრამა მოიცავს ყველა იმ პრიორიტეტულ მიმართულებებს, რომელიც დღეს დედაქალაქის მოსახლეობის წინაშე დგას.

გარდა ამისა, დევნილი მოსახლეობის პრობლემები პრიორიტეტულია მთლიანად ცენტრალური ხელისუფლებისთვის. მოგეხსენებათ, უკვე ათასობით დევნილ ოჯახს კომფორტული საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა და ეს პროგრამა კვლავ გრძელდება.

აქედან გამომდინარე, პრობლემები, რომლის შესახებაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ, აუცილებლად მოგვარდება და დევნილთა საცხოვრებელი პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება. ამისთვის კი საჭიროა, რომ 21 ოქტომბერს მოსახლეობამ სწორი არჩევანი გააკეთოს“,-განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100