რაზე იტირა ნანუკა ჟორჟოლიანმა საბას სკოლაში მიყვანისას და როგორ უხნის სიყვარულს საჯაროდ მარიამ გეგუჩაძეს?
ნახეთ რაზე იტირა ნანუკა ჟორჟოლიანმა საბას სკოლაში მიყვანისას და რას უწერს ტელეწამყვანი მის უფროს შვილს სოციალურ ქსელში:
Mariam Geguchadze - გუშინ, საბა სკოლაში მივიყვანე და იქვე დიდი ბავშვები იდგნენ. გამახსენდა შენი სკოლა, კლასი, შენ გამახსენდი და ვიტირე. მე ხომ ამ ბოლო დროს ჩვეულებრივი მტირალა ვარ, როცა შენ მენატრები. ისე მიყვარხარ, ისე რომ... ახლა, აქ რომ დავწერე მგონია რომ კარგად ვარ. თერაპიას გავს, ყვირილის შემდეგ რომ გეშვება ადამიანს. კიდევ კარგი რომ შენ გაგაჩინე. რა აზრი ექნებოდა ამ ცხოვრებას სხვანაირად ვერ ვიგებ.
კომენტარი