ზუგდიდში მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა
ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 67 წლის მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა.
ზუგდიდის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ამბობს, რომ პაციენტი თურქეთიდან 20 მარტს ჩამოვიდა და მთელი ამ პერიოდის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.
"მამაკაცი ზედმიწევნით იცავდა თვითიზოლაციის წესს. მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია"- აცხადებს ნანა ოდიშარია.
კომენტარი