სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ჰილარისტებო, მიშისტებო,რაო, რას ვიშვიშებთ, - თქვენი პატრონი, პირსისხლიანი, სამხედრო დამნაშავე დედაკაცი დამარცხდა"?

ჟურნალისტი თამარ კვარაცხელია, რომელიც ასევე ვალერი კვარაცხელიას შვილია და რომელიც 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში ივანიშვილისთვის მწვავე კითხვების დასმით გაოცნო საზოგადოებამ, სოციალურ ქსელში ამერიკაში მიმდინარე არჩევნების შედეგებზე ასეთ სტატუსს აქვეყნებს:

შავი ოთხშაბათის მადლი შეგეწიოთ!

ჰილარისტებო, მიშისტებო, პირსისხლიანო მკვლელებო, ქურდებო, ავაზაკებო, სამშობლოს გამყიდველებო, ნაძირალებო, ეს რა შავი ოთხშაბათი გაგითენდათ?!

რაო, რას ვიშვიშებთ, - თქვენი პატრონი, პირსისხლიანი, სამხედრო დამნაშავე დედაკაცი დამარცხდა? არა, თქვე უბედურ დღეზე გაჩენილებო, კონკრეტული კანდიდატი კი არ დამარცხდა, ამერიკული ურჩხულის მარცხი დაიწყო, საქართველოში თქვენი მომთრევი ბინძური პოლიტიკის მარცხი დაიწყო...

რაო, რას ვიშვიშებთ, - ტრამპმა გაიმარჯვაო? არა, თქვე უბედურ დღეზე გაჩენილებო, ტრამპმა კი არა, პროგრესული პოლიტიკის მთელ მსოფლიოში გამარჯვების პროცესი დაიწყო. უფრო კონკრეტულად თუ უნდა გითხრათ, ვლადიმერ პუტინის საერთაშორისო პოლიტიკის გამარჯვების პროცესი დაიწყო!

რაო, სხეულის რომელი ნაწილი გაწვით? აბა, რაც არ გაქვთ, ის ხომ არ დაგეწვებათ (ვთქვათ, სული...). არა, თქვენ მთელი სხეული გეწვით, ალბათ, რადგან მთელი სხეულით ხართ ის ერთი ადგილი, რაც თქვენნაირებს ეწვით ხოლმე, აღსასრულის მოახლოებისას.

შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ტრამპი შეცვლის სისხლიანი და ცოდვიანი ამერიკული იმპერიალიზმის საშინელებასა და სისაძაგლეს, მაგრამ მისი გამარჯვება ნიშანია, სიგნალია იმისა, რომ დედამიწის ზურგზე არსებულ იმპერიათაგან ეს ყველაზე ბოროტი და არაადამიანური იმპერია მალე დაინგრევა, "კართაგენი უნდა დაინგრეს!"

საქართველოს ხელისუფლებავ, პარლამენტო, მთავრობავ და პრეზიდენტო, ვიდრე საბოოლოოდ გამოცხადდებოდეს დონალდ ტრამპის გამარჯვება, შეუცვალეთ მისამართი ბნელეთის უკანასკნელი მოციქულის ჰილარი კლინტონის სახელზე გამზადებულ მილოცვის ბარათებს და დააწერეთ მას დონალდ ტრამპის სახელი!

აშშ-ში ახლა საარჩევნო კრიზისი დაიწყება!

გაუმარჯოს დონალდ ტრამპს!
გაუმარჯოს ამერიკელ ხალხს!

თქვენ კი, ვითომ ქართველებო, - ჰილარისტებო, მიშისტებო, პირსისხლიანო მკვლელებო, ქურდებო, ავაზაკებო, სამშობლოს გამყიდველებო, ნაძირალებო, შავი ოთხშაბათის მადლი შეგეწიოთ!

თამარ კვარაცხელია დასძენს, რომ ეს მამის, ვალერი კვარაცხელიას "სტატუსია", რომელსაც თავადაც იზიარებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100