სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა
სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.
პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს.
„პაციენტმა კლინიკა „ნინოში“ 19:45 საათზე იმშობიარა, სისხლდენა კი მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ დაეწყო. წნევა დაუვარდა და სისხლდენის გამო სისხლის ბანკებისთვის მიმართვა გახდა საჭირო, თუმცა მისი ჯგუფის სისხლი არცერთ პარტნიორ სისხლის ბანკს არ აღმოაჩნდა. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანისას ჯერ კიდევ გონზე იყო. ჩვენ მეორე დონის კლინიკა ვართ, ამიტომ პაციენტი მესამე დონის კლინიკაში ღამის 01:00 საათზე, დროულად გადავიყვანეთ და იქ რა მოხდა, მერე უკვე არავინ იცის. გონზე იყო, როცა შევიდა, სტაბილურად ჰქონდა წნევა და იქ უკვე არ მოხდა, არ ვიცი, ექსპერტიზა დაადგენს და ჩვენ თვითონაც ვიძიებთ ამას" - განაცხადა სამშობიარო სახლის "ნინოს" ხელმძღვანელმა ნინო კაკულიამ.
კომენტარი