ოთხმა თინეიჯერმა ბიჭი აწამა, ამ ყველაფერს კი ფეისბუქის ლაივით უყურებდა უამრავი ადამიანი
ოთხმა თინეიჯერმა ბიჭი გაიტაცა, გაკოჭა და სასტიკად აწამა. შუალედში კი სოციალურ ქსელში პირდაპირი ჩართვით გადმოსცეს კადრები, სადაც კარგად ჩანს როგორ ურტყამენ დასისხლიანებულ ახალგაზრდას. როგორც ჩიკაგოს პოლიციაში აცხადებენ, მოზარდები ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყვნენ. საქმე აღძრულია სხეულის განზრახ დაზიანების მუხლით. მსხვერპლი ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი.
კომენტარი