სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჟურნალისტებმა თუ ვიცოდით ქუჩაში ცხოველების არსებობის შესახებ მთავრობას რატომ არ ჰქონდა ინფორმაცია?

ამ წუთებში საგანგებო სხდომას მართავს პრემიერ მინისტრი. მან კიდევ ერთხელ განმარტა ლაგუნა ვერესთან მომხდარი ტრაგედიის მიზეზები. პრემიერმა განაცხადა რომ მთავრობამ, ზოოპარკიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, იცოდა თითქოს ქალაქში არც ერთი მტაცებელი ცხოველი არ იმყოფებოდა. თუმცა, ეს ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა.

ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა რომ "ძალიან შეწუხებულად გრძნობს თავს". პრემიერი მომხდარის გამო ბოდიშს იხდის.

პრემიერის სიტყვები ეჭვს ბადებს სოცალურ ქსელში გავრცელებული საპირისპირო ინფორმაციის ფონზე. მაგალითად რადიო ფორტუნას ჟურნალისტი პირად ფეისბუქ გვერდზე წერს: „გუშინ, დაახლოებით,13:00 საათზე ჩავწერეთ, მე და რამდენიმე ჟურნალისტმა, ზოოპარკის პრესსამსახურის უფროსი, მზია შარაშიძე, რომელმაც გვითხრა, რომ 1 ვეფხვს, 1 დათვსა და 1 აფთარს ეძებდნენ. ამ ინფორმაციით მქონდა პირდაპირი ჩართვა რადიო ფორტუნას საინფორმაციოში. ასე რომ, ახლა გასარკვევია, მედიას თუ ჰქონდა ეს ინფორმაცია, რატომ არ იცოდნენ შესაბამის უწყებებში?!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100