ირინა ონაშვილის პასუხი ეკა ბესელიას
ყოფილი მის საქართველო და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა ყოფილი მინისტრის, ლადო ვარძელაშვილის ცოლი ირინა ონაშვილი, უმრავლესობის წევრ ეკა ბესელიას პასუხობს.
„ეკა ბესელიას საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ სანამ ლადო ჩემი ქმარი გახდებოდა, ჩემი და მანამდეც მუშაობდა და უფრო მაღალ პოსტებზეც, ასე რომ სანამ საჯაროდ ასეთ ხმამაღალ განცხადებებს გააკეთებთ უმჯობესია გადაამოწმოთ, ასეთი მარტივად გასაგები ინფორმაცია.
პ.ს მადლობა იმისთვის რომ როგორც თქვენ განაცხადეთ ჯერ კიდევ ინარჩუნებს თავის სამუშაო ადგილს.. ეგეც სასიხარულოა ამ ვითარებაში:))“ - წერს ირინა ონაშვილი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.
კომენტარი