სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ქართველი არტილერისტები ფრანგებს ავღანეთისთვის ამზადებენ

11 ფრანგი ოფიცერი ერთი კვირით საქართველოში იმყოფება.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, ისინი საქართველოს შეიარაღებული ძალების არტილერიის სკოლის ქართევლი კოლეგებისაგან სწავლობენ 122D30 ტიპის ზარბაზნის გამოყენებას, რომელიც ნაკლებადაა ცნობილი საფრანგეთში. რამდენიმე კვირაში 11-ვე ფრანგი სამხედრო ავღანეთში გაემგზავრება, სადაც უკვე იმყოფებაიან ქართველი სპეციალისტები.

"ნატოს საერთაშორისო უზრუნველყოფის ძალების" (ISAF) ფარგლებში ისინი 5 თვის განმავლობაში ერთად გაწვრთნიან ავღანელ არტილერისტებს თალიბებთან საბრძოლველად.

“ფრანგი და ქართველი არტილერისტები უკვე მეორედ მუშაობენ ერთ გუნდად ავღანეთის უსაფრთხოების ძალების დასახმარებლად. ეს ჩვენ ორ ქვეყანას შორის თავდაცვის სფეროში არსებული მჭიდრო თანამშრომლობის კიდევ ერთი მაგალითია”-აცხადებენ საელჩოში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100