12:13 საათზე თბილისთან ახლოს მიწისძვრა დაფიქსირდა
დედამიწის შემსწავლელი ცენტრის თანამშრომლებმა დაადასტურეს, რომ თბილისის დროით 12.13 საათზე დედაქალაქიდან მცირე მანძილში, სამხრეთ-დასავლეთით მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ძლიერი არ იყო და იგი 3.7 მაგნიტუდით განისაზღვრა, შესაბამისად, მას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.
მიწისქვეშა ბიძგები თბილისის ზოგიერთ უბანში მართალია, სუსტად, მაგრამ მაინც იგრძნობოდა.
კომენტარი