განახლებული Audi R8 მომავალ წელს გამოჩნდება
განახლებულმა ავტომობილმა საკმაოდ განსხვავებული და ორიგინალური ვიზუალი მიიღო, თუმცა R8-ს სტილი სრულებით შეინარჩუნა: განახლდა მხოლოდ ბამპერები, სახურავი და უკანა ფარები. სალონში შეტანილი ცვლილებების შესახებ, ჯერჯერობით, ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აღსანიშნავია, რომ მოდელის განახლებაზე სამუშაოები არ დასრულებულა. განსაკუთრებული ყურადღება ძრავს დაეთმობა. 4.2 ლიტრიანი V8-ის სიმძლავრე 420 ცხენის ძალამდე გაიზრდება. ათცილინდრიანი, 5.2 ლიტრიანი აგრეგატის სიმძლავრე 540 ცხენი ძალას შეადგენს. გარკვეული ცვლილებები ტრანსმისიაშიც შევა: ძრავები უნაკლო შვიდსაფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად იმუშავებს.
კომპანია ლიმიტირებული სპეცვერსიის, R8 GT-ის გამოშვებასაც გეგმავს. მოდელების საერთო რაოდენობა 666-ს არ უნდა აღემატებოდეს. აღნიშნული ინფორმაცია კომპანიის წარმომადგენლებმა გაავრცელეს. განახლებული მოდელის ღირებულებაზე არაფერია ცნობილი.
კომენტარი