სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

2011 Mercedes SL R230 Black Edition Prior Design–ისგან

ავტომობილმა Mercedes SL R230–მა უკვე გამოსცადა საკუთარ თავზე Prior Design–ის დიზაინერების ორიგინალური იდეები, რომელიც გასულ წელს ფართო საზოგადოებას გარკვეული სახის პაკეტებით წარუდგა. მიმდინარე წელსაც გადაწყვიტეს საკმაოდ ცნობილ მოდელზე მუშაობა, რეზულტატი კი ისეთივე შეუდარებელი აღმოჩნდა, როგორც მათი წინა ნამუშევარი. Mercedes SL R230 Black Edition–ის განახლება, Prior Design–მა კვლავ ვიზუალური მახასიათებლებით დაიწყო. ამის საფუძველზე, ავტომობილმა ახალი წინა ბამპერი, ფარები და კორპუსი მიიღო. ავტომობილი წინამორბედთან შედარებით სიგანეში ოდნავ შემცირდა. კომპანიის წარმომადგენლებმა არავითარი ინფორმაცია არ გაავრცელეს მოდელის სალონის შესახებ. აღსანიშნავია, რომ ფოტომასალაზე კარგად ჩანს მოდელის სავარძლები, რომლებიც წითელსა და შავ ფერებშია გადაწყვეტილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100