„Rolls-Royce“-მა ექსკლუზიური „Drophead Coupe“ წარმოადგინა
„Rolls-Royce“ „Masterpiece“-ის გამოფენაზე ექსკლუზიურ მოდელს გამოიყვანს. გამოფენა ლონდონში, 30 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით ჩატარდება, ექსკლუზიური კაბრიოლეტის სახელწოდება კი „Phantom Drophead Coupe“ იქნება. აღნიშნული ავტომობილი, მხოლოდ ერთ ეგზემპლარად არის აწყობილი.
ავტომობილის სალონი ლურჯი ფერისაა, სავარძლები თეთრი ტყავით არის გადაკრული და მათზე, „Rolls-Royce“-ის ლოგოებია გამოსახული. ინტერიერიც ძირითადი ელემენტები, ჩარჩოები და პანელები, ხისგან არის დამზადებული.
ავტომობილის საბარგულში, ამ მოდელის თაყვანისმცემელი ექსკლუზიური ჩანთების ნაკრებს აღმოაჩენს. ჩანთები ნატურალური ტყავისგან არის დამზადებული. სალონის სათავსოში კი სკივრია, რომელშიც „Asprey“-ის საიუველირო კომპანიის ძვირფასეულობაა მოთავსებული. კონკრეტული ინფორმაცია იმის შესახებ, დარჩება თუ არა აღნიშნული მოდელი ექსკლუზიურ ავტომობილად, თუ ჩაეშვება სერიულ წარმოებაში ჯერ-ჯერობით არ გავრცელებულა. არც ავტომობილის ღირებულებაა საზოგადოდ ცნობილი.
კომენტარი